აშშ-ის საელჩო - კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკა ყოველწლიურად 3 000 ადამიანს მოემსახურება
აშშ-ის საელჩო - კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკა ყოველწლიურად 3 000 ადამიანს მოემსახურება

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას საქართველოში აშშ-ის საელჩო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„ელჩი დეგნანი და პრემიერი გახარია დაესწრნენ ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას. ცენტრი ყოველწლიურად დაახლოებით 3 000 ადამიანს მოემსახურება. კლინიკის სპეციალისტების გადამზადება და ტრენინგი USAID-საქართველოს მეშვეობით დაფინანსდა“, – წერია აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ „ტვიტში“.

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეს გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი