აშშ-ის საელჩო - გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ​კორონავირუსის გამოწვევის წინააღმდეგ რეგიონებში მებრძოლი სამედიცინო პროფესიონალების მიმართ
აშშ-ის საელჩო - გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ​კორონავირუსის გამოწვევის წინააღმდეგ რეგიონებში მებრძოლი სამედიცინო პროფესიონალების მიმართ

ყველას, ვისაც წვლილი შეგაქვთ რეგიონებში „კოვიდ-19“-ის საპასუხო ქმედებებში, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კოვიდ-19“-მა თითოეულ ჩვენგანზე იმოქმედა. იმ დროს, როდესაც ყურადღება უმეტესად დიდ ქალაქებზეა მიპყრობილი, ჩვენ გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ რეგიონებში ამ გამოწვევის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პროფესიონალების მიმართ. უფრო ნაკლები რესურსებით, დიდი დისტანციითა და ლოგისტიკური სირთულეებით, ეს პროფესიონალები ძირითად როლს თამაშობენ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ყველას, ვისაც წვლილი შეგაქვთ რეგიონებში „კოვიდ-19“-ის საპასუხო ქმედებებში, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება“, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელსაც საელჩო რეგიონებში მოღვაწე სამი მედიკოსის: მაია მამულაშვილის, მარეხი კირთაძისა და თამილა კერატიშვილის ფოტოს ურთავს.

დატოვე კომენტარი