აშშ-ის საელჩო - გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს, მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად მუშაობენ
აშშ-ის საელჩო - გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს, მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად მუშაობენ

ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს, –  აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩო მიესალმება მაშველებს,  რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ.

„ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები.

მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.