აშშ-ის საელჩო - გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე და სხვა მრავალ თემაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა
აშშ-ის საელჩო - გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე და სხვა მრავალ თემაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს დაუჭერს ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე და სხვა თემებზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზეა აღნიშნული.

საელჩო წერს, რომ მსოფლიოში უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოს აღმოჩენის სიამოვნება.

„იმისათვის, რომ ამ საოცარი ქვეყნის შესახებ მათ გავაგებინოთ ამერიკის საელჩოში გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, მოდასა და სხვა მრავალ თემაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა.@foodieflashpacker ერთ-ერთი მათგანია და მალე მის შთაბეჭდილებებზეც გიამბობთ.

თქვენ რომელ ამერიკელ ბლოგერებს მოიწვევდით საქართველოში და რას ურჩევდით მათ“, – აღნიშნულია საელჩოს პოსტში.