აშშ-ის საელჩო - ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა გივი მიქანაძესთან აშშ-ის მიერ საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერაზე ისაუბრა
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან აშშ-ის გაცვლით პროგრამებზე ისაუბრა.
„გუშინ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი განათლების მინისტრს, მიქანაძეს შეხვდა. მათ ისაუბრეს აშშ-ის გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის კავშირს უწყობს ხელს, ასევე 34-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერაზე“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.