აშშ-ის საელჩო – დღეს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და ვინც ომის შედეგად იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა

09:50, 27.09.2026

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კორტნი ოსტრიანმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი