აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს.

ელჩი შეხვდა ბათუმის ვიცე-მერ ჯაბა ტუღუშს და მასთან ერთად დაათვალიერა ბათუმის ამერიკული კუთხე, სადაც სტუდენტებმა წარადგინეს თავიანთი პროექტები რობოტიკის, ვირტუალური რეალობისა და სამგანზომილებიანი ანიმაციის განხრით. ეს ყოველივე ზუსტი მეცნიერებების, STEM განათლების განვითარებისათვის კეთდება.

ელჩი ასევე შეხვდა ორატორული ხელოვნების კლუბ „ქალთა ხმების“ ახალგაზრდა ქალ წევრებს, რომლებმაც ადგილობრივი და გლობალური საკითხები განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელიც FLEX პროგრამის მონაწილეა, ერთ-ერთი იყო აშშ-ის გაცვლითი პროგრამების იმ მრავალ კურსდამთავრებულთაგან, ვისაც ელჩი ამ ვიზიტისას შეხვდა. ასევე, ელჩი შეხვდა მასწავლებლებს, პროფესორებსა და ჟურნალისტებს, რომლებმაც ჩვენს პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

დატოვე კომენტარი