აშშ-ის რამდენიმე ქალაქში „ქალების მარში“ გაიმართა
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში „ქალების მარში“ გაიმართა

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში და მათ შორის ვაშინგტონშიც, ტრადიციული „ქალების მარში“ გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალების უფლებების დაცვას, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შევიწროების აღმოფხვრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობა დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის. ამერიკული მედიის ცნობით, წელს „ქალების მარშს“ შარშანდელთან შედარებით ნაკლები მონაწილე ჰყავდა. აქციაზე ვაშინგტონში 7000 ადამიანი შეიკრიბა. ყველაზე მასშტაბური „ქალების მარში“ ვაშინგტონში 2017 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გაიმართა.