აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა
აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალა

აშშ-ის ორეგონის ქალაქ პორტლენდში, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალეს. დემოსნტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წიწაკის აირიც გამოიყენა.

გავრცლეებული ცნობით, პოლიციამ აქციის 13 მონაწილე დააკავა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდს მკვლელობის შემდეგ, პორტლენდის სასამართლოს შენობასთან რასიზმის და პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეები ყოველდღიურად იკრიბებიან.

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება მოქმედებს, რაც მონუმენტების დაცვას ითვალისწინებს.

ორეგონის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა ტრამპის გადაწყვეტილებას „პოლიტიკური თეატრი” უწოდა.