აშშ-ის ქალაქ ჯეფერსონს ტორნადომ გადაუარა
აშშ-ის ქალაქ ჯეფერსონს ტორნადომ გადაუარა

აშშ-ის ქალაქ ჯეფერსონს ტორნადომ გადაუარა.

როგორც „ფოქს ნიუსი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, არიან დაშავებულები.

მანამდე ტორნადომ მისურის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც მისურის შტატის გუბერნატორი მაიკ პარსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ტორნადომ ჯეფერსონში და შტატის სხვა დასახლებებში ნგრევა გამოიწვია. ამჟამად მაშველები ნანგრევებში შესაძლო მოყოლილებს ეძებენ.

ტორნადომ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხლისკენ მოუწოდებს.