აშშ-ის ქალაქ გრინვილში, ღამის კლუბში სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა

13:21, 05.07.2020

სამხრეთ კაროლინის შტატში ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ გრინვილში მოხდა. ჯერჯერობით ​დაშავებულების მდგომარეობა უცნობია. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ასევე გაურკვეველია, დააკავეს თუ არა მომხდართან დაკავშირებით ვინმე.

მსგავსი