აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი - აშშ არასწორი მიმართულებით მიდის, ამას ყველა ვგრძნობთ
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი - აშშ არასწორი მიმართულებით მიდის, ამას ყველა ვგრძნობთ

აშშ არასწორი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, რონ დესანტისმა განაცხადა.

ფლორიდის შტატის გუბერნატორის თქმით, ჯო ბაიდენის კრიტიკა ბევრი საკითხის გამო შეიძლება და კამპანიის ფარგლებში ამას გააკეთებს.

„ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, ამას ყველა ვგრძნობთ. ვინმე კმაყოფილია  სამხრეთის ღია საზღვრით? ნარკოტიკები შემოდის და კლავს მილიონობით ამერიკელს. არის ვინმე კმაყოფილი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც იწვევს ხარჯების ზრდას და ჩვენი დოლარის ღირებულება თითქმის 20 პროცენტით შემცირდა მხოლოდ ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში. ვინმეს უხარია, რომ გვყავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი ენერგიის გამომუშავების უნარი, რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები? ვინმე ბედნიერია, რომ ჩვენ გვყავს ბიუროკრატია, რომელიც იმდენად მოწყვეტილია პასუხისმგებლობისგან, რომ იარაღად იქნა გამოყენებული ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ მოსწონს. ვგულისხმობ, ჰანთერი რომ რესპუბლიკელი ყოფილიყო, ის უკვე ციხეში იქნებოდა და ეს ყველამ ვიცით“, – განაცხადა რონ დესანტისმა.