აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ელისაბედ უორენი ლობისტურ საქმიანობაზე გადასახადების დაწესებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ელისაბედ უორენი ლობისტურ საქმიანობაზე გადასახადების დაწესებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ელისაბედ უორენი ლობისტური საქმიანობაზე გადასახადების დაწესებას ითხოვს. დემოკრატი კანდიდატის ინიციატივა ლობისტური ორგანიზაციებისთვის პროგრესული გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.

პროექტი კანდიდატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ჩემი წინადადებაა, რომ კომპანიები, რომლებიც ლობირებაზე 500 000-დან ერთ მილიონ დოლარამდე თანხას ხარჯავენ, გადაიხდიან გადასახადს, რომლის მინიმალური განაკვეთი 35 პროცენტით, ხოლო მაქსიმალური 60 პროცენტით განისაზღვრება. ამასთან, იმ კომპანიებს, რომლებიც ლობისტურ საქმიანობაზე წელიწადში ხუთ მილიონ ამერიკულ დოლარს დახარჯავენ, 75-პროცენტიანი გადასახადი დაუწესდებათ“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

მისი შეფასებით, მსგავსი გადასახადის დაწესება აშშ-ის სავაჭრო პალატის და ისეთი მსხვილი კორპორაციებისთვის, როგორიცაა „პფიზერი“, „კოხ ინსტუსტრისი“ და „ბოინგი“, ბიუჯეტს 10 წელიწადში 10 მილიარდ დოლარს მოუტანს.

უორენის თქმით, ეს თანხები სპეციალურ ფონდში გადაირიცხება, რომელიც ფედერალური მთავრობისა და კონგრესის ლობისტებისგან დასაცავად დაიხარჯება.

დემოკრატი კანდიდატი ასევე გამოდის ინიციატივით, დაწესდეს გადასახადი მდიდრებისთვის, რომლითაც ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე ამერიკულ ოჯახებს დაბეგრავენ.

შეგროვებული თანხით უორენი სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსების პირობას დებს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.