აშშ-ის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიგრანტებისგან ქრისტიანების დაცვისთვის შეაქო
აშშ-ის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიგრანტებისგან ქრისტიანების დაცვისთვის შეაქო

აშშ-ის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიგრანტებისგან ქრისტიანების დაცვისთვის შეაქო.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს უთხრა, რომ კარგად იმუშავა და ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვა.

„ქრისტიანულ საზოგადოებასთან მიმართებაში დიდებულად იმოქმედეთ, თქვენ რეალურად დაბლოკეთ (მიგრანტების შემოსვლა) და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. თქვენ პატივს გცემენ მთელ ევროპაში, შესაძლოა როგორც მე, რაც ცოტა საკამათოა, თუმცა ყველაფერი რიგზეა. დიდებული სამუშაო გასწიეთ და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება დაიცავით“, – უთხრა ტრამპმა ორბანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოს ამაყი წევრია და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა მიმართულებით ბევრი სამუშაო შეასრულა. თავის მხრივ ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში ბევრი ცვლილებაა და უნგრეთისა და აშშ-ს მიდგომები ერთმანეთის მსგავსია.

„ჩენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ აშშ-ს მხარდამხარ უკანონო მიგრაციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ვიცავთ ქრისტიანულ საზოგადოებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ორბანმა.