აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თანხმობისთვის  მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თანხმობისთვის..

ლიდერები ერთმანეთს ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რაც გააკეთეთ ფინეთთან და შვედეთთან მიმართებაში არსებული ვითარების მოგვარებისთვის და მთელი იმ წარმოუდგენელი სამუშაოსთვის, რომლითაც ცდილობთ მარცვლეულის უკრაინიდან გამოტანას“ – განაცხადა ბაიდენმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის საკითხი ყველას ერთობლივ მუშაობას მოითხოვს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი და უარყოფითი განვითარება უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნავთობსა და გაზთან დაკავშირებით, მოითხოვს ყველა ჩვენგანის ერთობლივ მუშაობას, რათა დავები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, – აღნიშნა თავის მხრივ ერდოღანმა.