აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურები დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურები დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმ პირთა კანდიდატურები დაასახელა, რომლებიც რამდენიმე საკვანძო თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ.

მათ შორისაა მელორი სტიუარტის კანდიდატურა, რომლის დანიშვნა პრეზიდენტს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე სურს, შეიარაღებაზე კონტროლის მიმართულებით. სტიუარტი მანამდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა მოლაპარაკებაში, მათ შორის ე.წ. „ახალი დასაწყისის“ („NEW START“) სახელით ცნობილ შეთანხმებაში, რომელიც პირველად 2011 წელს ამოქმედდა და აშშ-რუსეთს შორის ზღუდავს განლაგებული სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობას.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა და მოსკოვმა „ახალი დასაწყისის“ შეთანხმება თებერვალში კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივეს.

სხვა საკვანძო თანამდებობებს შორისაა აგრეთვე სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარისა და კომისრის კანდიდატურები, ეროვნული მედიაციის საბჭოს წევრების პოზიციები და სხვები.