აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. როგორც ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტის შვილთან მან სერბეთსა და აშშ-ის შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც განსაზღვრავს გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სცენას.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, მან ხაზი გაუსვა აშშ-სა და სერბეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და ორმხრივი პროექტების მნიშვნელობას.

„ეს შეხვედრა არის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად თანამშრომლობის მზადყოფნის სიმბოლო“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.

ეს ტრამპ უმცროსის მეორე ვიზიტია ბელგრადში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ის სერბეთის დედაქალაქში ასევე იმყოფებოდა გასული წლის სექტემბერში, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას.