აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა
აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სტივ უიტკოფის თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, მოლაპარაკებები, შესაძლოა, დღესვე გაიმართოს.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ინიციატივები, რომელსაც ამერიკელებთან მომავალი კონტაქტების დროს წარვადგენთ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.