აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ნიკოლას მადუროს ვენესუელიდან შორს წასვლას ურჩევს
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ნიკოლას მადუროს ვენესუელიდან შორს წასვლას ურჩევს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ნიკოლას მადუროს ურჩევს, რაც შეიძლება შორს წავიდეს ქვეყნიდან.

„ნიკოლას მადუროს და მის მრჩევლებს ხანგრძლივ და მშვიდ პენსიონერობას ვუსურვებ, ცხოვრებას სადმე ლამაზ სანაპიროზე, შორს ვენესუელისგან. მათ უნდა ისარგებლონ პრეზიდენტ გუაიდოს ამნისტიით და წავიდნენ. რაც მალე, მით უკეთესი“, – წერს ჯონ ბოლტონი სოციალურ ქსელში.