აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარების სახით ორი მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პაკეტის შესახებ გააკეთებს განცხადებას.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ დახმარების ახალი პაკეტით გადაცემული „პეტრიოტის“ ბატარეები იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან დასაცავად. გავრცელებული ცნობით, უკრაინელი სამხედროები „პეტრიოტის“ გამოყენების წვრთნებს მესამე ქვეყანაში გაივლიან. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი კვლავ იქნება „ნასამსი“, „ჰოვკსი“, „სტინგერები“ და უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო აღჭურვილობა.