აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვენესუელაში რამდენიმე ამერიკელი პატიმარი გათავისუფლდა
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვენესუელაში რამდენიმე ამერიკელი პატიმარი გათავისუფლდა

ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მივესალმებით ვენესუელაში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას, ეს დროებითი ხელისუფლების მიერ სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც გათავისუფლებულ ამერიკელთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

თუმცა მედიას ანონიმურობის დაცვით განუცხადეს, რომ სამშაბათს – ოთხი, ორშაბათს კი ერთი ამერიკელი გაათავისუფლეს.

პატიმრების გათავისუფლება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დააკავა.