აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს არა მხოლოდ სანქციებს, არამედ ნატო-ს მეტი ძალების განლაგებას რუსეთის სიახლოვეს
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოსკოვის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არამხოლოდ დასავლურ სანქციებს გამოიწვევს, არამედ ნატო-ს აიძულებს, გაზარდოს სამხედრო დახმარება ოფიციალური კიევისთვის და მეტი ძალები განალაგოს რუსეთის სიახლოვეს.
„თუ რუსეთი გააგრძელებს იმას, რაც შეიძლება, ახლა მიმდინარეობდეს, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ, დავაკისროთ მათ მძიმე ხარჯები, რაც დააზარალებს რუსულ ეკონომიკას და მოიტანს ზუსტად იმას, რაც მათ არ სურთ – ნატო-ს მეტ შესაძლებლობებს რუსეთის სიახლოვეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, იანვრის დასაწყისში რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩასართავად „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე, მათ შორის ნატო-სა და ეუთო-ს საშუალებით.