აშშ-ის პრეზიდენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს სანქციებს უწესებს
აშშ-ის პრეზიდენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს უწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მილსადენი დახურული დარჩება.

10 მილიარდი ევროს ღირებულების მილსადენის – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი გასული წლის სექტემბერში დასრულდა.