აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი - აშშ-მა იცის, სად არის, სად რჩება და სად მიდის ნიკოლას მადურო, მისი მოკვლა რაკეტით რომ გვინდოდეს, აქამდეც შეგვეძლო
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელი - აშშ-მა იცის, სად არის, სად რჩება და სად მიდის ნიკოლას მადურო, მისი მოკვლა რაკეტით რომ გვინდოდეს, აქამდეც შეგვეძლო

აშშ-მა იცის, სად არის, სად რჩება და სად მიდის ნიკოლას მადურო. მისი მოკვლა რაკეტით რომ გვინდოდეს, აქამდეც შეგვეძლო, – ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის თანახმად, ტრამპმა და მისმა გუნდმა ნათლად განაცხადეს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებით საქმე მხოლოდ ნარკოტიკებს არ ეხება, ისინი იმედოვნებენ, რომ საზღვაო ფლოტილია, საიდუმლო ოპერაციები და ზეწოლის სხვა საშუალებები საბოლოოდ სიტუაციას მადუროსთვის გაუსაძლისს გახდის.

„აქსიოსის“ მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თითქმის ურყევად სჯერათ, რომ მადურო ან გადადგება თანამდებობიდან, ან მიხვდება, რომ ემიგრაციაში წასვლა სჭირდება, მიუხედავად ექსპერტების მტკიცებისა, რომ მან თავისი რეჟიმი გადატრიალებისგან დაიცვა.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ მადურო დარჩება. თუმცა ვნახოთ“, – განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

„აქსიოსის“ თანახმად, სულ მცირე, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ტრამპი საბოლოოდ რაიმე სახის სახმელეთო თავდასხმას განახორციელებს. „ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა ეს აქტივი იქ გაგზავნოს და ნარკოტიკების გადამზიდი ნავების აფეთქების შემდეგ უბრალოდ უკან დაიხიოს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.