აშშ-ის მთავრობის დაფინანსების დროებით შეჩერების გამო, დონალდ ტრამპი საშობაოდ ფლორიდაში აღარ გაემგზავრება
აშშ-ის მთავრობის დაფინანსების დროებით შეჩერების გამო, დონალდ ტრამპი საშობაოდ ფლორიდაში აღარ გაემგზავრება

აშშ-ის მთავრობის დაფინანსების დროებით შეჩერების გამო, დონალდ ტრამპი საშობაოდ ფლორიდაში აღარ გაემგზავრება.

აშშ-ში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხია. კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი უარს ამბობს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შესაძლოა, დემოკრატებთან მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდეს.
ტრამპი ითხოვს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში, მექსიკასთან დამცავი კედლის ასაგებად, ხუთი მილიარდი დოლარი გამოიყოს, რაზეც მისი ოპონენტები არ თანხმდებიან.

დემოკრატებთან დავის გამო, აშშ-ის მთავრობის დაფინანსება პარასკევს შეჩერდა. შედეგად, ცხრა სამთავრობო უწყების თანამშრომლები ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. სახელმწიფო მოხელეების ნაწილი კი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.