აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო
აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებით 600 000 დოლარი გამოყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.

საელჩო განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

„ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად, ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში 1.7 მილიონი დოლარი გამოყო“, – აცხადებს საელჩო.