აშშ-ის მთავრობამ რუხის კლინიკასა და ყაზბეგის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა
აშშ-ის მთავრობამ რუხის კლინიკასა და ყაზბეგის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა

აშშ-ის მთავრობამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დახმარებისთვის და შორეული საავადმყოფოების სამედიცინო დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის აშშ-ის მთავრობამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს ექოსკოპიის სისტემები გადასცა. ახალი აღჭურვილობის ღირებულება $50 000 დოლარია.

ექოსკოპიის სისტემას, რომელიც რუხის საავადმყოფოს გადაეცა, ახლახან აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მიენიჭა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ფილტვებისა და გულით გამოწვეული გართულებების მართვის ნებართვა. ამ სისტემის გამოსახულების შესაძლებლობების, პორტატულობისა და მარტივი დეზინფექციის შესაძლებლობის გამო, ეს ღირებული ხელსაწყო იქნება სპეციალისტებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. ყაზბეგის საავადმყოფოსთვის გადაცემული სისტემა კი, გამოყენებული იქნება რეგიონის დაშორებულ სოფლებში მაცხოვრებელი პაციენტებისთვის.

აღნიშნული დახმარება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის მიზანი მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებაა პანდემიის საპასუხოდ“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.