აშშ-ის მოკრივეთა ნაკრებმა უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც რუსი სპორტსმენები საკუთარი დროშით გამოვლენ #1TVSPORT
აშშ-ის მოკრივეთა ნაკრებმა უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც რუსი სპორტსმენები საკუთარი დროშით გამოვლენ #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების კრივის ფედერაცია (USA Boxing) გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც წერია, რომ ამ ქვეყნის ნაკრებები უარს აცხადებენ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ კრივის საერთაშორისო ფედერაცია (IBA), რომლის პრეზიდენტია რუსი უმარ კრემლევი, დაუშვებს მსოფლიო პირველობაზე რუს და ბელარუს მოკრივეებს, თანაც მათი ქვეყნის დროშებითა და ჰიმნებით.

გარდა ამისა, ფედერაციას ადანაშაულებენ არაგამჭვირვალე ფინანსურ მმართველობასა და იმ კომპანიებთან პარტნიორობაში, რომლებზეც სანქციებია დაწესებული.

კრივში ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ნიუ დელიში (ინდოეთი) 15-31 მარტს გაიმართება, კაცებში – ტაშკენტში (უზბეკეთი) 1-14 მაისს.