აშშ-ის მისისიპისა და ალაბამას შტატებში ძლიერი ტორნადოს მსხვერპლთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა
აშშ-ის მისისიპისა და ალაბამას შტატებში ძლიერი ტორნადოს მსხვერპლთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

აშშ-ის მისისიპისა და ალაბამას შტატებში ძლიერი ტორნადოს მსხვერპლთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. მისისიპის შტატის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქი როლინგ ფორკი თითქმის მთლიანად განადგურდა.

მისისიპის შტატს ტორნადო შუაღამისას დაატყდა თავს, როდესც მოსახლეობას ეძინა და განგაშის სიგნალი არ გაუგიათ.

სტიქიის შედეგად დანგრეულია სახლები, დაზიანებულია ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.

მისისიპის შტატის გუბერნატორი ტეიტ რივზი სილვერ სიტისა და ვაინონაში ჩავიდა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია ქარიშხალი ალაბამასა და ჯორჯიას შტატების ზოგიერთ ნაწილში.