აშშ-ის მისიამ თურქეთში სავიზო აპლიკაციების განხილვა ნაწილობრივ განაახლა
აშშ-ის მისიამ თურქეთში სავიზო აპლიკაციების განხილვა ნაწილობრივ განაახლა

თურქეთში შეერთებული შტატების მისიამ სავიზო აპლიკაციების განხილვა ნაწილობრივ განაახლა. ამის შესახებ თავად საელჩოში განაცხადეს.

თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლებამაც გადადგა საპასუხო ნაბიჯი. მათი განცხადებით, დასაწყისისთვის მოკავშირის მაგალითს მისდევენ და ეცდებიან, ორ ქვეყანას შორის კრიზისი შეასუსტონ.

ეს გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ ბინალი ილდირიმის ვაშინგტონში ვიზიტს უძღვის წინ.

თითქმის ერთი თვის წინ შეერთებული შტატების მისიამ თურქეთში არასაემიგრაციო სავიზო აპლიკაციების განხილვა სრულად შეაჩერა. ამას თურქეთის მიერ საკონსულოს ამერიკელი თანამშრომლის დაკავება უძღოდა წინ. აშშ-ის მიერ 8 ოქტომბრის საპასუხო განცხადებას ვიზების შეჩერების შესახებ გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონის გადაწყვეტილება ანკარასთან ხანგრძლივი ალიანსის გაწირვად შეაფასა.