აშშ-ის მიერ ხუთი პირისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საპასუხოდ, დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ სიტყვის თავისუფლებას უჭერენ მხარს
აშშ-ის მიერ ხუთი პირისთვის, მათ შორის ყოფილი ევროკომისარის, ტიერი ბრეტონსისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების საპასუხოდ, დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ ქვეყანა სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს და მისი დაცვის ერთგული რჩება.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დაადგინოს საკუთარი სავიზო წესები, ჩვენ მხარს ვუჭერთ კანონებსა და ინსტიტუტებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ინტერნეტი ყველაზე მავნე კონტენტისგან იყოს თავისუფალი. სოციალური მედია არ უნდა იყოს გამოყენებული ბავშვზე სექსუალური ძალადობის, სიძულვილისა და ძალადობის წაქეზების შესახებ მასალის გასავრცელებლად, ან ამ მიზნით ყალბი ინფორმაციისა და ვიდეოების გასავრცელებლად“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერი.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.