აშშ-ის კონგრესში კენჭისყრაზე კონგრესმენი აირწინაღით მივიდა
აშშ-ის კონგრესში კენჭისყრაზე კონგრესმენი აირწინაღით მივიდა

ამერიკელ კონგრესმენს კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაზე აირწინაღი ეკეთა. ​ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

სიენენის“ ცნობით, ფლორიდის შტატის კონგრესმენმა, მეტ გაეტსმა კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ კონგრესმენები ძალიან ბევრს დაფრინავენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში უწევთ ყოფნა, ამასთან, ისინი ოფიციალური შეხვედრების დროს ხელს ართმევენ. ამიტომ, კონგრესმენის თქმით, საკუთარი თავისა და სხვების დაცვა აუცილებელია.

აღნიშნულ კენჭისყრაზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. დოკუმენტის სასარგებლოდ 415-მა კონგრესმენმა მისცა ხმა. მის წინააღმდეგ მხოლოდ ორი დეპუტატი გამოვიდა. ამ საკანონმდებლო ინიციატივას სენატი სავარაუდოდ 5 მარტს დაამტკიცებს.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 ადამიანი. დაავადებულთა რაოდენობა 159 ადამიანს აღემატება.