აშშ-ის კონგრესში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი წარადგინეს
აშშ-ის კონგრესში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი წარადგინეს

აშშ-ის კონგრესში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი წარადგინეს. კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ ბარასოა.

სენატორის ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ნატო-ელი მოკავშირეებისთვის ამერიკული გაზის ექსპორტის დაჩქარებას.

„პრეზიდენტი ტრამპი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ გერმანია რუსეთის მძევალი გახდება, თუ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ზე მუშაობას გააგრძელებს“. – განაცხადა ჯონ ბარასომ.

კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირა 11 რესპუბლიკელმა სენატორმა.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტს გერმანიაში ორი მილსადენით ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან.