აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს
აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს

აშშ-ის კონგრესში საჯარო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე დეივიდ პრაისმა და თანათავმჯდომარე ვერნ ბუკანანმა განიხილეს კონგრესის დელეგაციის ბოლოდროინდელი ვიზიტი საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში.

საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს მზარდი ინტერესი რეგიონის კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისადმი.

„აღნიშნულ მოსმენას ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე. მან სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს, მტკიცე თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობითი პალატის ქვეშ არსებული დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამა (HDP) გულისხმობს ორპარტიული, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებისგან შემდგარ 20-წევრიან კომისიას, რომელიც მუშაობს მსოფლიო მასშტაბით პარტნიორ საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა უფრო ეფექტური და პასუხისმგებლიანი გახადონ დემოკრატიული ინსტიტუტები. დელეგაცია საქართველოს 2019 წლის 15-17 აპრილს სტუმრობდა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი