აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს
აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებმა გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში მუხლი მოიყარეს. ​არსებული ვიდეოჩანაწერის თანახმად, სწორედ 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში ჰქონდა მიბჯენილი მუხლი პოლიციის ოფიცერს დერეკ შოვინს შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის კისერზე.

პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას აშშ-ის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. დემონსტრაციები ათობით ქალაქში უკვე მე-14 დღეა გრძელდება.

დღეს ჰიუსტონში ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

„ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვიჩინოთ პატივისცემა ამერიკელი ხალხისადმი, რომელმაც ხმა აიმაღლა პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ ჯორჯ ფლოდს“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ.

დატოვე კომენტარი