აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა პოლიციის რეფორმირების პროექტი წარადგინეს
აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა პოლიციის რეფორმირების პროექტი წარადგინეს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა პოლიციის რეფორმირების პროექტი წარადგინეს.

ამერიკული მედიის ცნობით, დემოკრატების მიერ წარდგენილი საკანონდებლო ინიციატივა ითვალისწინებს პოლიცის დემილიტარიზაციას შტატებისა და ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტებისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდების შეზღუდვით, პოლიციის მხრიდან ძალადობის აღკვეთას სამხრე კამერისა და ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის ვალდებულების დაწესებით, ე.წ. „მახრჩობელა ილეთის“ აკრძალვას, ასევე, ორდერის გარეშე ბინაში ჩხრეკისთვის შეჭრის აკრძალვას.

კანონპროექტი ასევე ავალდებულებს პოლიცის ადგილობრივ დეპარტამენტებს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გამოყენების შესახებ მონაცემები ფედერალურ მთავრობას გაუგზავნონ.

პოლიციის რეფორმირების შესახებ კანონპროექტი დემოკრატებმა მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ შეიმუშავეს. შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალებას აშშ-სა და მსოფლიოს ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

დატოვე კომენტარი