აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას გმობს
აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას გმობს

აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას გმობს.

დოკუმენტის ავტორები არიან კონგრესში ორპარტიული უკრიანული კოკუსის თანათავმჯდომარეები დემოკრატები მერსი კეპტური და მაიკ კუიგლი და რესპუბლიკელები ბრაიან ფიტცპატრიკი და ენდი ჰარისი. ინფორმაცია რეზოლუციის პროექტის შესახებ კონგრესმენ მერსი კაპტურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

​ორი პარტიის წარმომადგენლების მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, დაუბრუნოს რუსეთსა და მის დიქტატორ პუტინს ხმის სრული უფლება, შეშფოთებას იწვევს.

„რუსეთი სამართლიანად გარიცხეს ევროსაბჭოდან ყირიმში უკრაინის სუვერენიტეტზე თავდასხმის საპასუხოდ. რუსეთის ძალები არა მხოლოდ დარჩნენ ყირიმში, რუსეთმა დაიწყო სასიკვდილო ომი უკრაინის რეგონ  დონბასში და გააგრძელა მთელ მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევი დეზინფორმაციის კამპანიების წარმოება მსოფლიო დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფისთვის“, – ნათქვამია კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი რეზოლუციის პროექტში.