აშშ-ის კონგრესში ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ
აშშ-ის კონგრესში ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა, დემოკრატმა ელიოტ ენგელმა და რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკლ მაკკოლმა კონგრესს რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობისთვის სანქციების დაწესების შესახებ რეზოლუციის პროექტი წარუდგინეს. ისინი თეთრ სახლს მოუწოდებენ, უზრუნველყოს მკვლელობის საერთაშორისო გამოძიება და ბორის ნემცოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პირებს მკაცრი სანქციები დაუწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

როგორც ელიოტ ენგელმა განაცხადა, ნემცოვს ჰქონდა დემოკრატიული და თავისუფალი რუსეთის ხედვა, ახლა კი ის ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სიაშია, რომლებიც მოკლეს, რათა კრემლის კრიტიკოსები დაედუმებინათ.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში, კრემლის მახლობლად მოკლეს. მკვლელობის საქმეზე გასამართლდა ჩეჩნეთის ხუთი მკვიდრი.