აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად დაამტკიცა დონალდ ტრამპის გამარჯვება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. კონგრესმა დაადგინა, რომ, საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, დონალდ ტრამპმა თავისი ოპონენტი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაამარცხა.

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, როგორც სენატის პრეზიდენტმა უხელმძღვანელა პროცესს.

საბოლოო შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიაში დონალდ ტრამპმა – 312 ხმა, ხოლო კამალა ჰარისმა 226 ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.