აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საფოსტო სამსახურისთვის დამატებით 25 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საფოსტო სამსახურისთვის დამატებით 25 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საფოსტო სამსახურისთვის დამატებით 25 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. ახალი რეგულაცია, ასევე ბლოკავს დაფინანსების შემცირებას და ცვლილებებს.

რესპუბლიკელების კონტროლირებული სენატი ინიციატივას, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მაგიდაზე მოხვედრის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

კენჭისყრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას დემოკრატების საარჩევნო ბიულეტენების თაღლითობა უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საფოსტო სამსახურის ადმინისტრაცია თავად ამბობს, რომ დამატებითი დაფინანსება არ სჭირდება.

ტრამპის თქმით, დემოკრატები 25 მილიარდ დოლარს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. დემოკრატები ფიქრობენ, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის დროს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ფოსტით ხმის მიცემა ერთადერთი საშუალებაა, რომ საარჩევნო უბნებზე ინფიცირების რისკები შემცირდეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მსგავსი ნაბიჯი, შესაძლოა, მასშტაბური გაყალბების საფუძველი გახდეს.