აშშ-ის კონგრესის სენატმა თავდაცვის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც რუსული და თურქული გაზსადენების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესის სენატმა თავდაცვის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც რუსული და თურქული გაზსადენების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს

აშშ-ის კონგრესის სენატმა თავდაცვის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც რუსული და თურქული გაზსადენების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84 სენატორმა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, სენატს ვეტოს დაძლევა შეუძლია.

კანონპროექტი სანქციებს უწესებს თურქეთს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა, „ეს 400“-ის შესყიდვის გამო.

740 მილიარდი დოლარის თავდაცვის ბიუჯეტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე კვირის დასაწყისში დაამტკიცა. კანონპროექტს კანონის ძალა პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ექნება. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვეტოსთვის ან დათანხმებისთვის ათი დღე აქვს. პრეზიდენტი ტრამპი აპროტესტებს 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მისი განცხადებით, ის არ აუქმებს კომუნიკაციების წესიერების კანონის 230-ე ნაწილს, რომელიც იცავს პასუხისმგებლობისგან ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა „გუგლი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“, რაც მათ პლატფორმებზე ჩანს.

ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს.