აშშ-ის ხელისუფლება ჩინური „ტიკ-ტოკის“ მფლობელებს აქციების გაყიდვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში აკრძალვით ემუქრება
აშშ-ის ხელისუფლება ჩინური „ტიკ-ტოკის“ მფლობელებს აქციების გაყიდვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში აკრძალვით ემუქრება

აშშ-ის ხელისუფლება ჩინური აპლიკაციის, „ტიკ-ტოკის“ მფლობელებს აქციების გაყიდვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში აკრძალვით ემუქრება. ვიდეოგაზიარების აპლიკაციას, რომელიც ეკუთვნის ჩინურ კომპანია „ბაით დანსს“, ბრალად ედება ეროვნული უსაფრთხოების რისკის შექმნა მილიონობით მომხმარებლისგან შეგროვებული მონაცემებით.

კომპანიამ განაცხადა, რომ იძულებითი გაყიდვა არ შეცვლის მის მონაცემთა ნაკადს ან წვდომას.

წლების განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ პოპულარული აპლიკაციის მონაცემები შეიძლება, ჩინეთის მთავრობის ხელში მოხვდეს.

„აშშ-ში უცხოური ინვესტიციების კომიტეტმა“, რომელიც ზედამხედველობს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, რეკომენდაცია გაუწია „ბაით დანსისთვის“ „ტიკ-ტოკის“ ჩამორთმევას. „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესახებ პირველი მოთხოვნები 2020 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა. „ტიკ-ტოკს“ შეუძლია მომხმარებლებისგან ბიომეტრიული მონაცემების აღება და მდებარეობის მონაცემებზე წვდომა. „ტიკ-ტოკი“ უკვე აკრძალულია სამთავრობო ტელეფონებზე აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირში.