აშშ-ის კენტუკის შტატის აეროპორტში UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ოთხი ადამიანი
აშშ-ის კენტუკის შტატის აეროპორტში UPS-ის სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
აეროპორტის მახლობლად მდებარე შენობებს კი ხანძარი გაუჩნდა.
თვითმფრინავი ჰონოლულუსკენ მიფრინავდა და 144 000 ლიტრი საწვავი გადაჰქონდა.
UPS-ის ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყველა მათგანი გარდაცვლილია.
რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.