აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი აცხადებს, რომ წერილი გაუგზავნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს, ნინა ვორკინს და მოსთხოვა ექიმთა დევნის შეწყვეტა
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი აცხადებს, რომ წერილი გაუგზავნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს, ნინა ვორკინს და მოსთხოვა ექიმთა დევნის შეწყვეტა. რობერტ კენედიმ აღნიშნა, რომ გერმანიაში ათასზე მეტი ექიმი და მათი ათასობით პაციენტი სისხლისსამართლებრივ დევნას განიცდის. მიზეზი ის არის, რომ პანდემიის დროს ექიმებმა ნიღბის ტარებისა და COVID-19 ვაქცინაციისგან გათავისუფლების ცნობები მისცეს პაციენტებს.
აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის თქმით, პანდემიის პერიოდში მთავრობებმა მთელ მსოფლიოში გააფართოვეს თავიანთი უფლებამოსილებები. როგორც კენედი განმარტავს, გერმანიამაც იგივე გზა გაიარა და ახლა ექიმები, რომლებმაც კითხვები დასვეს ან გაასაჩივრეს ოფიციალური დირექტივები, კარგავენ ლიცენზიებს.
„ბევრმა ექიმმა პირადი და პროფესიული რისკი გაიღო, რადგან სწამდა, რომ პაციენტების წინაშე მოვალეობა ამას მოითხოვდა. ისინი შეეწირნენ ჰიპოკრატეს ფიცს იმ მომენტში, როდესაც სამთავრობო ინსტიტუტები მკაცრ კონფორმიზმს სახელმწიფო დიქტატთან მოითხოვდნენ“, – განაცხადა კენედიმ.
რობერტ კენედის თქმით, მსგავსი ქმედებები არღვევს საზოგადოების ნდობას, ასუსტებს სამედიცინო ინსტიტუტებისა და სამართლებრივი სისტემების ავტორიტეტს, რომლებიც საზოგადოების დაცვას უნდა ემსახურებოდნენ.
კენედიმ გერმანიის მთავრობას მოუწოდა, შეცვალოს კურსი, შეწყვიტოს დევნა, აღადგინოს უსამართლოდ ჩამორთმეული ლიცენზიები, შეწყვიტოს იმ ექიმების დასჯა, რომლებმაც კეთილსინდისიერად იმოქმედეს და პაციენტებს ემსახურებოდნენ.