აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო - პუტინმა მედვედევთან საუბარში ფიფას პრეზიდენტის მოსყიდვა აღიარა
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო - პუტინმა მედვედევთან საუბარში ფიფას პრეზიდენტის მოსყიდვა აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიში 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ. ანგარიშში წამოჭრილი იყო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევისას ფიფას ჩინოვნიკების მოსყიდვის საკითხი.

„2011 წლის ივლისში, ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილმა თანამშრომელმა კრისტოფერ სტილმა წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ის ყვებოდა სავარაუდო საუბარზე რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსა და იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის. ანგარიშის თანახმად, პუტინმა აღიარა, რომ ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა მოისყიდა ფიფას პრეზიდენტი იმისთვის, რათა რუსეთს მოეგო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება“, – მოჰყავს ნაწყვეტი ანგარიშიდან Sky Sports-ს.

ფიფას პრეზიდენტის პოსტი 2011 წელს იოზეფ ბლატერს ეკავა.