აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა არ დაუშვას მისი მემუარების გამოქვეყნება.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

იუსტიციის დეპარტამენტის სარჩელის თანახმად, ჯონ ბოლტონის წიგნი, რომელიც თეთრ სახლში მისი მუშაობის პერიოდს ეხება, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წიგნის გამოქვეყნების შემთხვევაში, ჯონ ბოლტონს შესაძლოა, სისხლის სამართლის პრობლემები შეექმნას.

ბოლტონის წიგნი სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ 23 ივნისს უნდა გამოვიდეს.

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაათავისუფლა.