აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელად ქალი წარადგინა
აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელად ქალი წარადგინა

აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელად ქალი წარადგინა. ჯო ბაიდენმა არჩევანი ადმირალ ლიზა ფრანჩეტიზე შეაჩერა.

ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში, ლიზა ფრანჩეტი იქნება პირველი ქალი, რომელიც გახდება უფროსი სამხედრო ოფიცრების ელიტარული ჯგუფის წევრი, რომლებიც ქმნიან გაერთიანებულ შტაბს.

ლიზა ფრანჩეტი არის აშშ-ის მე-6 ფლოტისა და აშშ-ს საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური სამხრეთ კორეაში, ასევე მსახურობდა ავიამზიდის მეთაურად. ის მეორე ქალია, რომელმაც მიაღწია ოთხვარსკვლავიანი ადმირალის წოდებას.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადმირალი ფრანჩეტი არ იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის პირველი არჩევანი, რომელიც, მის ნაცვლად, „თოფგანის“ კურსდამთავრებულს, სამუელ პაპაროს კანდიდატურას უჭერდა მხარს.