აშშ-ის, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები და კატარის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავენ
აშშ-ის, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები და კატარის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს მართავენ

აშშ-ის, ისრაელის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები და კატარის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე ეგვიპტეში მოლაპარაკებებს მართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი, „მოსადის“ ხელმძღვანელი დავიდ ბარნეა და კატარის მთავრობის ხელმძღვანელი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი ეგვიპტის მთავრობის წევრებს ხვდებიან.

ეგვიპტური მედია წერს, რომ შეხვედრა მიმდინარეობს, რადგან ისრაელს და „ჰამასს“ შორის ზავის მისაღწევად საერთაშორისო ზეწოლა იზრდება. პარალელურად, ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისრაელი და „ჰამასი“ პროგრესირებენ შეთანხმებისკენ, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლებას.

ეგვიპტის ოფიციალური პირის ცნობით, კაიროში შეხვედრა ფოკუსირებული იქნება ექვსკვირიანი ზავის შეთანხმების საბოლოო პროექტზე.