აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გზის გადასაკეტად, ვენესუელის არმია სასაზღვრო პუნქტებთან არის მობილიზებული
აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარებისთვის გზის გადასაკეტად, ვენესუელის არმია სასაზღვრო პუნქტებთან არის მობილიზებული

ვენესუელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ჰუმანიტარული დახმარებისთვის გზის გადასაკეტად სასაზღვრო პუნქტებთან მობილიზდნენ. არმიის წარმომადგენლები არუბაში, ბონეირასა და კურასაოში იმყოფებიან.

ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ქვეყანაში შეტანით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვენესუელაში ინტერვენციის გადაფარვა სურს. ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პედრო ლოპეზმა კი განაცხადა, რომ ვენესუელის საზღვრის დარღვევის ნებისმიერ მცდელობას არმია სათანადოდ უპასუხებს. მინისტრის განმარტებით, არმიას მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავს და ის ნიკოლას მადუროა.

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს თითქმის ყველა მხარდამჭერი პოლიტიკოსი და სამხედრო მაღალჩინოსანი ოპოზიციასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ჯონ ბოლტონის განმარტებით, უახლოეს მომავალში მათი დიდი ნაწილი ან ოპოზიციონერ ხუან გაუიდოს დაუჭერს მხარს, ან ქვეყანას დატოვებს.