აშშ-ის ღიაზე სარეკორდო საპრიზო ფონდი გათამაშდება #1TVSPORT
აშშ-ის ღიაზე სარეკორდო საპრიზო ფონდი გათამაშდება #1TVSPORT

26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ნიუ იორკში „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა გაიმართება. ორგანიზატორებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ტურნირს ისტორიაში ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი ექნება, რომელიც წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა და 75 მილიონი დოლარი შეადგინა.

ერთეულთა თანრიგებში თანხა შემდეგნაირად განაწილდება:

გამარჯვებულები – 3.6 მლნ.

ფინალისტები – 1.8 მლნ

1/2-ფინალი – 1 მლნ

1/4-ფინალი – 530 ათასი

1/8-ფინალი – 325 ათასი

1/16-ფინალი – 215 ათასი

1/32-ფინალი – 140 ათასი

I წრე – 100 ათასი